მონაცემთა დაცვის განცხადება/კონფიდენციალურობის განცხადება ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ, გარე მონაწილეთათვის გამიზნულ პროექტებთან დაკავშირებული  შეხვედრებისა და ღონისძიებების ორგანიზებისა და მართვის ფარგლებში  პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ

 

თქვენი კონფიდენციალურობის დაცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყებისათვის („EUIPO“, „ჩვენ“ ან „მაკონტროლებელი“). უწყება პატივს სცემს და იცავს თქვენს პერსონალურ მონაცემებს და უზრუნველყოფს თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის, უფლებების დაცვას. პერსონალური ხასიათის ყველა მონაცემი, კერძოდ, ის მონაცემები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია თქვენი პირდაპირი ან ირიბი იდენტიფიკაცია,  დამუშავებული იქნება კეთილსინდისიერად, სამართლიანობისა და კანონიერების დაცვითა და სათანადო სიფრთხილით.

მონაცემთა დამუშავების ეს პროცედურა ექვემდებარება ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2018 წ. 23 ოქტომბრის რეგულაციას 2018/1725  [Regulation(EU) 2018/1725]  ევროკავშირის დაწესებულებების, ორგანოების, უწყებებისა და სააგენტოების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით ინდივიდების დაცვისა და ამგვარი მონაცემების თავისუფალი გადაადგილების შესახებ”, რომელიც აუქმებს რეგულაციას (EC) No 45/2001 და გადაწყვეტილებას No 1247/2002/EC.

ინფორმაცია წინამდებარე შეტყობინებაში მოცემულია რეგულაციის Regulation (EU) 2018/1725 მე-15 და მე-16 მუხლების შესაბამისად.

1. როგორია მონაცემთა დამუშავების ოპერაციის ხასიათი და მიზანი[1]?

პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება ღონისძიებების, მათ შორის,  შეხვედრების ორგანიზებისა და მართვისას და მათი შემდგომი ქმედებების კოორდინაციისათვის, ასევე, ანგარიშვალდებულების, კომუნიკაციის და გამჭვირვალობის მიზნებისათვის. ეს  შეიძლება მოიცავდეს ღონისძიების მონაწილეების რეგისტრაციასა და დაბინავებას; ლოგისტიკურ დახმარებას  ღონისძიების დაწყებამდე და მის განმავლობაში, ოქმების შედგენასა  და გავრცელებას; ინტერვიუების ჩაწერას; ვებგვერდზე გამოქვეყნებას, უწყების ჟურნალში ან სხვა მედია არხებზე გამოქვეყნებას, როგორიცაა სტრიმინგი; და  მონაწილეებისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას სამომავლოდ დაგეგმილი  შეხვედრებისა და ღონისძიებების შესახებ, მონაწილეთა საკონტაქტო მონაცემების გაზიარებას მონაწილეთა შორის დაკავშირების მიზნებისათვის.

2. რომელ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ?

ღონისძიების დაწყებამდე და მის განმავლობაში უწყება ამუშავებს მონაწილეთა საიდენტიფიკაციო მონაცემებს ღონისძიების ორგანიზებისა და მართვის მიზნით. ეს მოიცავს მონაწილის: აკადემიურ წოდებას, სახელს, გვარს, მოქალაქეობას, საცხოვრებელ ადგილს, საკონტაქტო მონაცემებს, საიდენტიფიკაციო ID ნომერს (როგორიცაა, პასპორტის ნომერი),   ელექტრონული ფოსტის მისამართს,  დაკავებულ თანამდებობას, ორგანიზაციას/დაწესებულებას, ქვეყანას, წარმოშობის ქალაქს, საბანკო რეკვიზიტებს (ანაზღაურების მიზნებისათვის, როდესაც ეს უზრუნველყოფილია), საკრედიტო ბარათის მონაცემებს (ფასიანი ღონისძიებებისათვის) და მობილური ტელეფონის ნომერს  საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში.

ღონისძიების ხასიათის მიხედვით, შეიძლება ასევე  მოთხოვნილი იქნეს  ინფორმაცია ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, როგორიცაა გადაადგილებასთან და დიეტასთან დაკავშირებული მოთხოვნები, ალერგია და საკვების აუტანლობა. მონაწილეთა თხოვნისა და თანხმობის საფუძველზე, ასევე შესაძლებელია დამუშავებულ იქნეს მონაწილის თანმხლები ოჯახის წევრების მონაცემები, თუ ეს აუცილებელი იქნება ღონისძიებების ლოგისტიკური  ორგანიზების ფარგლებში (ავია-რეისების დაჯავშნა ან/და დაბინავება).

მონაწილეთა განსაკუთრებული თანხმობის საფუძველზე, უწყება ამუშავებს მონაწილეთა სახელს, გვარს და ელექტრონული ფოსტის მისამართს შემდგომი ინფორმაციის გაგზავნის მიზნით, რაც შეეხება ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებს, რომლებსაც მართავს უწყება; ასევე, მონაწილეთა სიების შედგენისთვის, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეთა საკონტაქტო დეტალებისა და მათი ამა თუ იმ ინსტიტუციისადმი კუთვნილების შესახებ, რაც შეიძლება გაზიარებულ იქნეს მონაწილეთა შორის დაკავშირების ხელშეწყობის მიზნით.

გარდა ამისა, შეხვედრის/ღონისძიების მსვლელობისას შეიძლება შეიქმნას ხმოვანი, ვიდეო ან აუდიოვიზუალური ჩანაწერები, მათ შორის ინტერვიუებსა და სემინარებში მონაწილეობის მიღების დროს. ასეთ შემთხვევებში გამოსახულებები/ფოტოები, განცხადებები, მოსაზრებების და ა.შ. შეიძლება დამუშავდეს ჩანაწერის ტიპისა და  მიზნ(ებ)ის შესაბამისად. თუ არ გსურთ თქვენი სურათის გადაღება ან ხმის ჩაწერა შეგიძლიათ, არ დაესწროთ ფოტო-გადაღებას ან ჩაწერის პროცესს, ან  მიმართოთ ღონისძიების ორგანიზატორს, საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტს (ICD) ან კომუნიკაციების სამსახურს (CS),  რომლებიც  გაითვალისწინებენ  თქვენს საჭიროებებს,  თუ ეს შესაძლებელია. 

3. ვინ არის პასუხისმგებელი მონაცემთა დამუშავებაზე?

პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება ინსტიტუციური და თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორის პასუხისმგებლობით, რომელიც მოქმედებს, როგორც EUIPO-ს მიერ დელეგირებული მონაცემთა მაკონტროლებელი პირი, შესაბამის შემთხვევებში, ინფრასტრუქტურისა და ნაგებობების დეპარტამენტის (IBD) დირექტორთან და კომუნიკაციების სამსახურის (CS) უფროსთან ერთად.

პერსონალური მონაცემები შეიძლება დაამუშავონ ICD-ს უფლებამოსილმა თანამშრომლებმა,  IBD-ს მისაღების თანამშრომლებმა, უსაფრთხოებისა  და ლოგისტიკის  ჯგუფებმა, მომსახურებების გარე მიმწოდებლებმა, (მაგ. როგორებიცაა ღონისძიებების მართვის მომსახურების მიმწოდებელი “Pomilio Blumm”), მათმა ქვეკონტრაქტორებმა ან/და უწყებასთან სამოგზაურო ხელშეკრულებით დაკავშირებულმა სააგენტომ. ზოგიერთი ღონისძიებისათვის, მონაცემები ასევე შეიძლება დაამუშავონ კომუნიკაციების სამსახურის (CS) შიდა ჯგუფებმა და მათმა გარე მიმწოდებლებმა.

4. ვის აქვს წვდომა თქვენს პერსონალურ მონაცემებზე და ვისთვის ხდება მათი გამჟღავნება?

გარე მონაწილეებთან და სტუმრებთან დაკავშირებულ  პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვს შესაბამისი საზოგადოებას, რომელსაც ესაჭიროება შესაბამისი ინფორმაცია, მათ შორის  EUIPO-ს თანამშრომლებს, გარე მიმწოდებლებსა და მათ ქვეკონტრაქტორებს, თუმცა, გარკვეულ განსაკუთრებულ შემთხვევებში, ზოგიერთი მონაცემები ასევე შეიძლება ხელმისაწვდომი  გახდეს ფართო საზოგადოებისათვის. ანგარიშგების მოთხოვნების გამო, მონაწილეებთან დაკავშირებული ზოგიერთი მონაცემი გარკვეული ღონისძიებების დროს შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს ევროკავშირის დელეგაციებისა და ევროპის კომისიის უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის.

 რამდენადაც ღონისძიებას ესაჭიროება რაიმე სახის დახმარება, თანამშრომლობა, მონაწილეობა  ან ჩართულობა საერთაშორისო ორგანიზაციების (მაგ. ისმო), ევროკავშირის სხვა ორგანოების (მაგ. CPVO) ან/და სხვა უწყებების მხრიდან, როგორებიცაა პროფესიული ასოციაციები, ეროვნული სამთავრობო უწყებები ან სხვა დაინტერესებული მხარეები, მონაწილეთა პერსონალური მონაცემები, როგორებიცაა სახელი, თანამდებობა და საკონტაქტო ინფორმაცია შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს ამ უწყებების უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის, მათ შორის, დელეგირებული ჯგუფებისათვის. ამგვარი უწყებების ადგილმდებარეობის გამო, შეიძლება საჭირო იყოს პერსონალური მონაცემების გადაცემა საერთაშორისო ორგანიზაციებისა ან მესამე მხარეებისათვის ევროპის ეკონომიკური სივრცის ფარგლებს გარეთ. 

პერსონალური მონაცემები შეიძლება დამატებით იყოს ხელმისაწვდომი გახდეს შიდა კომუნიკაციის ინსტრუმენტებით, მაგ., როგორებიცაა უწყების შიდა ვებგვერდი “Insite”, შიდა ჟურნალი “Backstage”, ღონისძიებებზე ნაჩვენები ვიდეოები ან EUIPO-ს ახალი ამბების პროგრამა. უწყების საქმიანობის ფარგლებში, ფართო საზოგადოებისთვის ინტერნეტში შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს სურათები, პრეზენტაციები, პირდაპირი ვებსტრიმინგი ან/და მომხსენებლების, მონაწილეებისა და ორგანიზატორების აუდიო და ვიდეო ჩანაწერები  და ა.შ.  მონაწილეებისათვის ასევე შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს საკონტაქტო ინფორმაცია დაკავშირების მიზნებისათვის, მათი თანხმობის საფუძველზე.

შეიძლება არსებობდეს პერსონალური მონაცემების მიმღები  სხვადასხვა პირი, ჩანაწერის ტიპისა და ღონისძიების მიზნის შესაბამისად. მიზნები  შეიძლება განსხვადებოდეს და მოიცავდეს ოქმის შედგენას, ევროკავშირის მიერ დაფინასებულ შესაბამის ვებსაიტებზე და EUIPO-ს ვებსაიტზე  პუბლიკაციას  კომუნიკაციისა ან გამჭვირვალობის მიზნებისათვის,  უწყების ჟურნალში პუბლიკაციას ან ჩაწერას შიდა მიზნებისათვის.

კონკრეტული ინფორმაცია ინფორმაციის კონკრეტულ მიმღებ პირთა შესახებ  ხელმისაწვდომი იქნება ინსტიტუციური და თანამშრომლობის დეპარტამენტიდან, კომუნიკაციების სამსახურიდან  ან/და ღონისძიების ორგანიზატორებისაგან, მოთხოვნის საფუძველზე.

5. როგორ ვიცავთ თქვენს ინფორმაციას და როგორ უზრუნველვყოფთ მის უსაფრთხოებას?

ჩვენ ვიღებთ შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს იმისათვის, რომ დავიცვათ  თქვენი პერსონალური მონაცემები შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისგან, დაკარგვისგან, შეცვლისაგან, უნებართვო გამჟღავნებისა ან წვდომისაგან.  

შეხვედრებისა და ღონისძიებების ორგანიზებასა და მართვასთან დაკავშირებული ყველა პერსონალური მონაცემი ინახება უსაფრთხო საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) პროგრამებში, უწყების უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად, აგრეთვე, სპეციალური ელექტრონულ საცავებში, რომლებზეც წვდომა შეუძლიათ მხოლოდ ინფორმაციაზე უფლებამოსილ პირებს. EUIPO-ს სისტემები და სერვერები პაროლით არის დაცული და მათზე წვდომისათვის საჭიროა ავტორიზებული  მომხმარებლის სახელი და პაროლი. ინფორმაცია ინახება საიმედოდ, რათა უზრუნველყოფილი იყოს პირად მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვა. ქაღალდზე არსებული მატერიალური სახით არსებული დოკუმენტები ჩაკეტილია უსაფრთხო საცავებში.

ყველა პირმა, რომელსაც შეხება აქვს პერსონალურ მონაცემებთან შეხვედრებისა და ღონისძიებების ორგანიზებისა და მართვის ფარგლებში, ხელი უნდა მოაწეროს კონფიდენციალურობის დეკლარაციას.

 თუ პერსონალური მონაცემების რაიმე სახის დამუშავება ხორციელდება მომსახურების მიმწოდებლის მიერ, უწყების შესაბამისი დეპარტამენტი, რომელიც მოქმედებს როგორც მონაცემთა მაკონტროლებელი, ზედამხედველობას გაუწევს და შეამოწმებს აუცილებელი ორგანიზაციული და ტექნიკური უსაფრთხოების ზომების შესრულებას, რაც აუცილებელია რეგულაციასთან Regulation (EU)2018/1725 შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

6. როგორ შეგიძლიათ მიიღოთ წვდომა თქვენს შესახებ არსებულ ინფორმაციაზე და აუცილებლობის შემთხვევაში შეასწოროთ იგი? როგორ შეგიძლიათ მიიღოთ თქვენი მონაცემები? როგორ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა ან შეზღუდოთ ან უარი თქვათ მათ დამუშავებაზე?

 თქვენ გაქვთ პირადი მონაცემების წვდომის, შესწორების, წაშლისა და მიღების, ასევე თქვენი მონაცემების დამუშავების შეზღუდვისა და მასზე უარის თქმის უფლება, რეგულაციის (EU)2018/1725  მუხლების 17-24 შესაბამისად.

თქვენ გაქვთ უფლება, გამოითხოვოთ თქვენი თანხმობა თქვენი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით, როდესაც აღარ გსურთ ინფორმაციის მიღება  ევროკავშირის მიერ დაფინასებულ პროექტებთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც მართავს უწყება.

თუ გსურთ რომელიმე ამ უფლების გამოყენება, გთხოვთ, მონაცემთა მაკონტროლებელ დელეგირებულ პირს გაუგზავნოთ წერილობითი მოთხოვნა, სადაც გარკვევით იქნება მითითებული თქვენი მოთხოვნა.

თქვენს მოთხოვნას გაეცემა პასუხი უსასყიდლოდ და დაუყოვნებლივ,  მოთხოვნის მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში. თუმცა, რეგულაციის (EU) 2018/1725 მე-14(3) მუხლის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში ეს პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 2 თვით,  მოთხოვნების სირთულისა და რაოდენობის გამო. ჩვენ  გაცნობებთ ვადის ნებისმიერი ასეთი გახანგრძლივების შესახებ მოთხოვნის მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში, ამასთან, გაცნობებთ დაყოვნების მიზეზებს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი თანხმობის გამოთხოვა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით არ ახდენს გავლენას დამუშავების კანონიერებაზე, რომელიც ჩატარებულია თქვენი თანხმობის საფუძველზე, ვიდრე მოხდებოდა ამ თანხმობის უკან გამოთხოვა.

7. რა წარმოადგენს თქვენი მონაცემების დამუშავების სამართლებრივ საფუძველს?

პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება  რეგულაციის (EU)2018/1725 შემდეგი მუხლების საფუძველზე:

  • მუხლი 5(1)(a), რომლის მიხედვითაც, „დამუშავება აუცილებელია საჯარო ინტერესიდან გამომდინარე ამოცანის შესასრულებლად, ან კავშირის დაწესებულებისა ან ორგანოსათვის მინიჭებული ოფიციალური უფლებამოსილების შესრულების ფარგლებში“;
  • მუხლი 5(1)(c), რომლის მიხედვითაც, „დამუშავება აუცილებელია ხელშეკრულების შესასრულებლად, რომლის მხარეც არის მონაცემთა სუბიექტი, ან იმისათვის, რომ მიღებული იქნეს ზომები მონაცემთა სუბიექტის თხოვნით, ხელშეკრულების გაფორმებამდე“.
  • მუხლი 5(1)(d), რომლის მიხედვითაც, „მონაცემთა სუბიექტს განცხადებული აქვს თანხმობა მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე ერთი ან მეტი კონკრეტული მიზნით“, რომელიც ეხება  მხოლოდ:
    1. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვებას, რაც ხორციელდება ღონისძიების რეგისტრაციის განმავლობაში;
    2. მისამართების სიის შესაქმნელად, რათა იმ მონაწილეებს, რომელთაც განაცხადეს თანხმობა, გაეგზავნოთ ინფორმაცია ევროკავშირის მიერ დაფინასებულ პროექტებთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების შესახებ, რომელთა მართვასაც ახორციელებს უწყება:
    3. მონაწილეთა სიების შედგენას, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას საკონტაქტო დეტალებისა და ინსტიტუციური კუთვნილების შესახებ, რომლებიც შეიძლება გაზიარებულ იქნეს მონაწილეთა შორის, დაკავშირებისა  და საკონტაქტო სიების შედგენის ხელშეწყობისთვის.

ეს მონაცემები დამუშავებული იქნება მხოლოდ მაშინ, როცა მაკონტროლებელს მიღებული აქვს მონაცემთა სუბიექტის მიერ თავისუფლად გაცემული, განსაკუთრებული, გაცნობიერებული და ცალსახა თანხმობა ღონისძიების რეგისტრაციის დროს.

  • მუხლი 5(1)(e), რომლის მიხედვითაც, „დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის ან სხვა ფიზიკური პირის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად (ეს შეეხება მხოლოდ მობილური ტელეფონის ნომრებს, როდესაც ისინი გროვდება ღონისძიებაზე რეგისტრაციის დროს).

პერსონალური მონაცემების შეგროვება და დამუშავება ხორციელდება მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული შიდა სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნით, EUIPO-ს შეხვედრებისა და ღონისძიებების ორგანიზებისა და ჩატარების მიზნით.

8. რამდენ ხანს ვინახავთ თქვენს მონაცემებს?

პერსონალური მონაცემები, რომლებსაც ამუშავებენ მონაცემების მაკონტროლებლები ან მათი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი მომსახურების მიმწოდებლები  შეინახება მხოლოდ იმ პერიოდის განმავლობაში, რაც აუცილებელია იმ მიზნის მისაღწევად, რომლისთვისაც იქნა ისინი დამუშავებული. 

პერსონალური მონაცემები (სახელი, ნომერი, თანამდებობა, წარმოშობის ქალაქი, ქვეყანა, ხელმოწერა, ანაზღაურებისათვის საჭირო მონაცემები და შესაბამისი  საბანკო რეკვიზიტები) შეიძლება შეინახოს  ევროკომისიის მიერ თანადაფინასებული აქტივობების ფარგლებში ორგანიზებული ღონისძიებების შემთხვევაში, 5 წლის განმავლობაში აქტივობის დასრულების თარიღიდან, შესაბამისი საგრანტო შეთანხმების დასრულების თარიღის ნებისმიერი გაგრძელების ჩათვლით. ისინი დამატებით შეიძლება იქნეს შენახული ნებისმიერი მიმდინარე აუდიტის, შემოწმების, აპელაციის, სასამართლო პროცესის, პრეტენზიის განხილვის ან გამოძიების დასრულებამდე, რომელსაც ატარებს თაღნითობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული სამსახური (OLAF).

დანარჩენი მონაცემები (გარდა მონაწილეთა ელექტრონული მისამართებისა) წაიშლება ღონისძიების შემდგომ, მაქსიმუმ, 6 თვის განმავლობაში. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემები ინახება ღონისძიების შემდგომ  6 თვის განმავლობაში, თუ მონაწილეს არ გამოუთხოვია თავისი თანხმობა. თანხმობის უკან გამოთხოვის  შემთხვევაში, მონაცემები წაიშლება დაუყოვნებლივ.

ელექტრონული მისამართები შეიძლება შენახული იქნეს ღონისძიების შემდგომ 2 წლამდე პერიოდის განმავლობაში, რათა ღონისძიების ორგანიზატორს შეეძლოს მონაწილესთან დაკავშირება საჭიროების შემთხვევაში (ხარჯების ანაზღაურების მიზნით ან მონაწილის დასწრებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე). მონაწილეთა თანხმობის შემთხვევაში და დამატებითი ინფორმაციის გაგზავნის მიზნით კონკრეტული თემებისა ან ევროკავშირის მიერ დაფინასებულ პროექტებთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების შესახებ, რომელსაც მართავს უწყება, მონაწილეთა სახელი, გვარი და ელექტრონული მოსამართი შეინახება 5 წლის განმავლობაში თანხმობის განცხადების შემდეგ, თუ მონაწილეს უკან არ გამოუთხოვია თანხმობა. ასეთ შემთხვევაში, მონაცემები დაუყოვნებლივ წაიშლება.

ზემოთქმულის მიუხედავად, ზოგიერთი პერსონალური მონაცემი (ღონისძიებების ფოტოსურათები ან/და ხმოვანი, ვიდეო და აუდიოვიზუალური ჩანაწერები) შეიძლება შენახული იქნეს საგანმანათლებლო, ინსტიტუციური, ჩაწერის, საინფორმაციო ან/და ცნობიერების ამაღლების (შიდა და გარე) მიზნებისათვის უფრო ხანგრძლივი პერიოდის  განმავლობაში, თუ ისინი გამოქვეყნებული იქნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ შესაბამის ვებსაიტზე, უწყების  შიდა ქსელში ან  ვებგვერდზე, ან ხელმისაწვდომი გახდა უწყების სხვა სოციალური მედიის არხებისა ან აკადემიის სასწავლო პორტალის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში პერსონალური მონაცემები შეიზღუდება, რამდენადაც შესაძლებელია, მაგ., შენახული იქნება მხოლოდ სახელი, გვარი და ფოტოები.

9. საკონტაქტო ინფორმაცია

თუ გაქვთ რაიმე კითხვები თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით, გთხოვთ, გაუგზავნოთ ისინი მონაცემთა მაკონტროლებელს შემდეგ მისამართზე:  DPOexternalusers@euipo.europa.eu.

კონსულტაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ EUIPO-ს მონაცემთა დაცვის თანამშრომელს: DataProtectionOfficer@euipo.europa.eu.

გასაჩივრება

თუ თქვენს თხოვნაზე არ განხორციელდა ადექვატური რეაგირება მონაცემთა მაკონტროლებლის ან/და მონაცემთა დაცვის თანამშრომლის (DPO) მხრიდან, შეგიძლიათ, შეიტანოთ საჩივარი ევროპის მონაცემთა დაცვის  ზედამხედველთან შემდეგ მისამართზე:  edps@edps.europa.eu.

გთხოვთ, წარმოადგინოთ დამუშავების პროცედურის მოკლე აღწერა და ნათლად განსაზღვროთ მიზანი(მიზნები).